რა იწვევს დანაგვიანებას?
წყარო
რატომ ანაგვიანებენ ადამიანები ?
დანაგვიანების შედეგები
დანაგვიანება უარყოფითად მოქმედებს გარემოზე - იქნება ეს დანაგვიანება გზებზე, ქუჩებში თუ ნაგვის კონტეინერების მიმდებარედ. წყლის მეშვეობით მომწამლავი ნაწილაკები ნარჩენებიდან ადვილად გადადის მდინარეებში, ტყის ტერიტორიებზე, ტბებსა თუ ოკეანეებში, რაც საბოლოოდ ნიადაგისა და წყლის გარემოს დაბინძურებას იწვევს.გარემოსა და მისი ბინადრებისთვის კიდევ ერთ საფრთხეს პლასტმასის ნარჩენები წარმოადგენს. ხშირად ზღვისა თუ ხმელეთის ცხოველებს ისინი საკვებში ეშლებათ: რადგან პლასტმასის მონელება შეუძლებელია, შედეგად მცირდება კუჭის მოცულობა, რაც გრძელვადიან პერიოდში მოქმედებს კვების პროცესზე და ცხოველი შესაძლოა, დაღუპვამდეც მიიყვანოს. უამრავი დაღუპული წყლის ცხოველი – ჩიტების, ზვიგენების, დელფინებისა და კუების ჩათვლით – იქნა ნაპოვნი, რომლებსაც კუჭში სიგარეტისა და პლასტმასის ნარჩენები აღმოაჩნდათ. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ოკეანეებში ყოველწლიურად 7 მილიარდი ტონა ნარჩენი ჩაედინება და მის უმეტეს ნაწილს პლასტმასა შეადგენს, რომლის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება.
წყარო
პრობლემის გადაჭრის გზები
დანაგვიანების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო, იდეალური გზა საზოგადოების თითოეული წევრის მიერ საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრება , საკუთარ თავზე აღება და ნარჩენების სწორად განთავსება იქნებოდა . თუმცა , თუ მოსახლეობას მოეთხოვება, რომ არ დაანაგვიანოს გარემო , მეორე მხრივ, შესაბამისმა უწყებებმა ამისთვის საჭირო პირობები უნდა უზრუნველყონ . ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა ნარჩენების ეფექტიანი განკარგვისათვის ნარჩენების შეგროვების საკმარისი რაოდენობის კონტეინერი განთავსდეს შესაბამის ადგილებში - ქალაქის ცენტრში, სავალ ბილიკებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ავტობუსების გაჩერებასა და სწრაფი კვების ობიექტებთან. ეს უფრო მოსახერხებელს გახდის ნარჩენების შეგროვებასა და მის მართებულად განკარგვას.
საქართველოში, ქუჩაში მუნიციპალური ნარჩენების დაყრისთვის ჯარიმები 80-დან 150 ლარამდე მერყეობს.
No comments:
Post a Comment